44 100 ჯარისკაცი, 1 886 ტანკი, 4 162 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი უკრაინის გენშტაბის მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 17 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 44 100;
  • ტანკი - 1 886;
  • ჯავშანტექნიკა - 4 162;
  • საარტილერიო სისტემა - 993;
  • სარაკეტო სისტემა - 263;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 136;
  • თვითმფრინავები - 233;
  • ვერტმფრენი - 196;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 792;
  • საკრუიზო რაკეტები - 190;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 054;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 93.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი