თბილისის ქუჩებში ახალი პოსტერები გამოჩნდა. "დაასანქცირეთ", - ეს მოთხოვნაა დატანილი ბიძინა ივანიშვილისა და მისი უახლოესი გარემოცვის ფოტოებზე. ქუჩის კამპანია ოლიგარქიული მმართველობის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ დაიწყო.
არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები ამბობენ რომ პოსტერებზე გამოსახული ადამიანები უშლიან ხელს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
ახალი პოსტერები მოძრაობის წევრებმა წუხელ გააკრეს, თუმცა დილით დიდი ნაწილი დასუფთავების სამსახურს უკვე განადგურებული ჰქონდა.