მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში - მიხეილ სააკაშვილი

გამოქვეყნდა:

მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში - ამ შინაარსის განცხადებას ავრცელებს საქართველოს მესამე პრეზიდენტი. მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომ მიუხედავად იმისა რომ ის ივანიშვილის ტყვეა და ჯანმრთელობაც განადგურებული აქვს, მას აძლიერებს უკრაინელების ერთიანობა და პრეზიდენტს ზელენსკის ლიდერობა.

"მე ვარ ტყვე, დაპატიმრებული საქართველოში, მაგრამ ჩემი გული უკრაინაშია. ჩემი ჯანმრთელობა განადგურდა, მაგრამ მინდა, უკრაინელებმა იცოდნენ, რომ სულიერად და ფიზიკურად მეხმარება ჩვენი ჯარისკაცების გმირობა, ხალხის ერთიანობა, პრეზიდენტ ზელენსკის ლიდერობა, უკრაინის მიმართ მთელი მსოფლიოს მხარდაჭერა და გამარჯვების მიმართ ჩემი უსაზღვრო რწმენა. 
მე მინდა, უკრაინა იყოს თავისუფალი და მსურს, უშუალოდ მონაწილეობა მივიღო ბრძოლაში. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელები თავისიანს არ მიატოვებენ და ვემახსოვრები." ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის წერილში.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი