
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსი ოკუპანტების მიერ დონეცკის რეგიონის დაბომბვას 2 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 7-მა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო, - ინფორმაციას უცხოური მედია დონეცკის გუბერნატორზე, პავლო კირილენკოზე დაყრდნობით ავრცელებს.
კირილენკოს ცნობით, ერთი მოქალაქე ადეევკაში, ხოლო მეორე ზაიცევის რაიონში მომხდარი თავდასხმისას დაიღუპა.
გარდა ამისა, ვაშინგტონში მდებარე ომის შესწავლის ინსტიტუტმა განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში შეტევითი ოპერაციები ბახმუტის გარშემო განახორციელა.