უკრაინელებმა რუსი ოკუპანტების ვერტმფრენი და 3 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდეს

გამოქვეყნდა:

უკრაინის საჰაერო ძალების საჰაერო ძალების საზენიტო-სარაკეტო დანაყოფებმა რუსი ოკუპანტების სამი უპილოტო საფრენი აპარატი და KA-52 ტიპის ვერტმფრენი ჩამოაგდეს.

უკრაინული მხარის ცნობით, სამიზნეები განადგურდა ზაპოროჟიესა და დონეცკის მიმართულებით. 

გარდა ამისა, გუშინ, დღის განმავლობაში, უკრაინელმა სამხედროებმა SU-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავითა და SU-24 ტიპის ბომბდამშენით საოკუპაციო ძალების პოზიციებზე ათამდე საჰაერო დარტყმა განახორციელეს. განადგურდა ათობით ოკუპანტი და სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო სამი დღის განმავლობაში უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა KA-52 ტიპის 4 ვერტმფრენი გაანადგურეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი