სოხუმის აეროპორტი რუსეთის საკუთრებაში გადადის - ბჟანია ობიექტს ოლიგარქ დერიპასკას გადასცემს

გამოქვეყნდა:

სოხუმის აეროპორტი რუსეთის საკუთრებაში გადადის - დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტი რუს ოლიგარქს გადაეცემა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი ინვესტორი ვირჯინიის კუნძულებზე რეგისტრირებული რუსული კომპანია Basic Element Ltd-ია, რომელიც რუს ბიზნესმენ ოლეგ დერიპასკას სახელს უკავშირდება.

ნავთობისა და ალუმინის ბიზნესით გამდიდრებულ დერიპასკას, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები ჯერ კიდევ 2018 წელს დაუწესა. ის პუტინის გარემოცვის ოლიგარქია.

აფხაზური მედიის ცნობით, აფხაზურ მხარეს მხოლოდ აეროპორტის მისასვლელი გზა და ელექტროენერგიის გამანაწილებელი პუნქტი რჩება. აეროპორტის კომპლექსში ყველა სხვა შემავალი ობიექტი კი “ინვესტორებმა” და რუსეთის ფედერაციამ ერთმანეთში გაინაწილეს. 

რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის „ეკონომიკის სამინისტროში“ კი აცხადებენ, რომ სოხუმის აეროპორტის ინფრასტრუქტურული ობიექტები სახელმწიფო საკუთრებასა და მართვაში დარჩება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი