
პაკისტანში წყალდიდობას 580 ადამიანი ემსხვერპლა და მილიონებს უბედურება მოუტანა - ინფორმაციას The guardian ავრცელებს.
3 კვირიანმა კოკისპირულმა წვიმამ გაანადგურა ინფრასტრუქტურა, 570 სკოლა, დანგრეული და განადგურებულია საცხოვრებელი სახლები, არსებობს ქოლერას გავრცელების რისკი. გამოცემის ცნობით, მოსახლეობა მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებს.
მედიის ცნობით, დაახლოებით 1 მლნი ადამიანი დაზარალდა უხვი ნალექისა და მეწყერის გამო.