შესაძლოა, წალენჯიხაში "ოცნების" აქტივისტებისთვის შექმნილი ააიპები და სსიპები გაუქმდეს | გია ხარჩილავა რეორგანიზაციას განაგრძობს

გამოქვეყნდა:

წალენჯიხის მერიაში რეორგანიზაცია გრძელდება. ოპოზიციონერი მერის გადაწყვეტილებით, შესაძლოა მთლიანად გაუქმდეს ის აიპები და სიპები, რომლებიც "ქართული ოცნების" აქტივისტების დასაქმებისთვის იყო შექმნილი.

გია ხარჩილავას ინფორმაციით, მერიას დაქვემდებარებულ აიპებში 860 ადამიანია დასქმებული და მათი შენახვა რაიონის ბიუჯეტს შვიდ ნახევარი მილიონი უჯდება. წალენჯიხის მერს სურს, რომ ეს თანხა მთლიანად ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და რაიონის საჭიროებებს მოხმარდეს.

ხარჩილავას და საკრებულოს უმრავლესობის გადაწყვეტილებებს უმცირესობასი მყოფი "ქართული ოცნების" წევრები ეწინააღმდეგებიან. მათ ერთი სარჩელი სასამართლოში უკვე შეიტანეს, რითიც საშტატო ერთეულების უცვლელად დატოვებას ითხოვენ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი