სოხუმის აეროპორტი ოკუპანტის საკუთრებაში | ობიექტი რუს სანქცირებულ ბიზნესმენს გადაეცა

გამოქვეყნდა:

ბიჭვინთის სახელმწიფო აგარაკების შემდეგ, სოხუმის საერთაშორისო აეროპორტი. რუსეთი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ანექსიას განაგრძობს. დე ფაქტო ხელისუფლებამ პუტინის უახლოესი გარემოცვის წევრ ოლიგარქს სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტი უსასყიდლოდ გადასცა.

ოლეგ დერიპასკა, რომელიც ამერიკული და ახლა უკვე ევროკავშირის სანქციების ქვეშაა, აეროპორტის ინრასტრუქტურის განვითარების ვალდებულებას იღებს, თუმცა სტრატეგიული ობიექტი და ცა სოხუმის თავზე 1993 წლიდან დახურულია. შესაბამისად, დროებით ოკუპირებული აფხაზეთიდან საერთაშორისო ფრენები ვერ განხორციელდება საქართველოს ხელისუფლების ნებართვის გარეშე, რომელიც კრემლის კიდევ ერთი პროვოკაციული ქმედების მიუხედავად, კვლავ დუმს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი