
აფეთქება მოხდა ცოტა ხნის წინ ქაბულში, მეჩეთში, საღამოს ლოცვის დროს. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, მსხვერპლი დიდია. თუმცა სამართალდამცველები კონკრეტულ რაოდენობას არ ასახელებენ.
თალიბანის დაზვერვის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა გამოცემას უთხრა, რომ შესაძლოა, აფეთქების დროს 35 ადამიანი დაჭრილიყო ან დაღუპულიყო და მათი რიცხვი სავარაუდოდ კიდევ გაიზრდება.
Al Jazeera კი 20 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებს ინფორმაციას. ქაბულის ერთ-ერთ საავადმყოფოში კი ამბობენ, რომ მათ აფეთქების შედეგად დაშავებული 27 პაციენტი მიიღეს, მათ შორის 7 წლის ბავშვი.
მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომ დაღუპულთა შორისაა მეჩეთის იმამიც.