ხარკოვში, რუსების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 7 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა 20-ზე მეტი

გამოქვეყნდა:

ხარკოვში, რუსი ოკუპანტების მიერ საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვას 7 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 20-ზე მეტმა კი სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო. დაშავებულებიდან ერთ-ერთი 12 წლის გოგოა. 

უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, აგრესორებმა სალტივის რაიონში მდებარე საცხოვრებელი უბანი გუშინ, დაახლოებით 21:15 საათზე დაბომბეს. რაკეტა სამსართულიან შენობას დაეცა. ხანძარი შენობის სამ შესასვლელში გავრცელდა. აფეთქების ტალღამ მიმდებარე სახლები და რამდენიმე ავტომობილიც დააზიანა.

უკრაინული მხარის ცნობით, ამ ტერიტორიაზე არავითარი სამხედრო ობიექტი ან ტექნიკა არ იყო განთავსებული. 

წინასწარი ინფორმაციით, ოკუპანტებმა ხარკოვზე თავდასხმა ისკანდერის ტიპის სარაკეტო დანადგარიდან განახორციელეს.

ომის კანონებისა და წეს-ჩვეულებების დარღვევის, ასევე განზრახ მკვლელობის ფაქტებზე პროკურატურამ წინასწარი გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი