მზადება დიქტატურისთვის - მთავარი მედიაცენზორისა და პრეზიდენტის ინიციატივები 

გამოქვეყნდა:

მაუწყებლობის და ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილების მიხედვით, მარეგულირებელ კომისიას უფლება ენიჭება პირდაპირ ჩაერიოს ტელეკომპანიების სარედაქციო პოლიტიკაში და ამ ყველაფერს კანონის ძალა მისცეს.

მაგალითად, თუ კახა ბექაურს რომელიმე მედიასაშუალებით გასული მასალა არ მოეწონა, მას შეუძლია ამ ტელევიზიას ჯარიმა გამოუწეროს და მიუხედავად იმისა, გაასაჩივრებს თუ არა ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული ტელეკომპანია, მარეგულირებელ კომისიას ენიჭება უფლება, ტელეკომპანიაში დანიშნოს სპეციალური მმართველი 2 წლის ვადით.

ეს არის მკაფიო მაგალითი იმისა როგორ მოქმედებაც ჩრდილოეთ კორეის მოდელი რომ გადმოვიტანოთ საქართველოზე - ასე აფასებს "მთავარი არხის" იურისტი თამთა მურადაშვილი ბექაურის ინიციატივას. იურისტის შეფასებით, დროებითი მმართველის დანიშვნა კრიტიკული მედიის წინასაარჩევნოდ გაჩუმებას ემსახურება 

ახალი ცვლილებებით, როდესაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას, მხარე გაასაჩივრებს თუ არა სასამართლოში, ამას უკვე მნიშვნელობა აღარ აქვს, კომისიის გადაწყვეტილება ავტომატურად სავალდებულო იქნება შესასრულებლად, მიუხედავად იმისა ეს შეიძლება უკანონო იყოს. გარდა ამისა, კომისიას ენიჭება უფლება, რომ თავისი გადაწყვეტილების აღსასრულებლად მედიაში დანიშნოს სპეციალური მმართველები იმავე სხდომაზე, რომელზეც მიიღებს გადაწყვეტილებას, ორ წლამდე ვადით" ამბობს თამთა მურადაშვილი

ცვლილებების კიდევ ერთი პროექტი, რომელიც დღეს ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდა, ზუსტად ემთხვევა პერიოდს, როცა ხელისუფლებამ და ოპოზიციურმა პარტიებმა, გადამწყვეტი არჩვენების წინ, საარჩევნო კამპანია უნდა ჩაატარონ და მოიცავს იმ ვადასაც, როცა შესაძლოა, ქვეყანაში მეორე ტურები ჩატარდეს.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პარლამენტში წარადგინა ინიციატივა, რომელიც ახალ წლამდე უხანგრძლივებს პრემიერ გახარიას უფლებას ერთპიროვნულად გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა. საუბარია საზოგადოებრივი ჯანდაცვის შესახებ კანონში ცვლილებაზე, რომლის მიხედვით, მთავრობას უფლება ენიჭება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების, ანუ პარლამენტის თანხმობის გარეშე ერთპიროვნულად მიიღოს შეზღუდვების დაწესების გადაწყვეტილება- გამოაცხადოს კარანტინი, დააწესოს შეზღუდვები შეკრების თავისუფლებაზე და ადამიანები სახლებში გამოკეტოს.

შეგახსენებთ, რომ ცვლილებები პარლამენტმა მაისში უკვე მიიღო, თუმცა ოპოზიციის პროტესტის შემდეგ, ცვლილებებში კონკრეტული თარიღი - 15 ივლისი ჩაიწერა, თუმცა დღეს, ამ ვადის ამოწურვამდე 9 დღით ადრე, მმართველი პარტიის ინიციტივით, ცვლილებების ვადა 1 იანვრამდე ხანგრძლივდება.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ პანდემიის სახელით ხელისუფლება საარჩევნო პერიოდში, ვითარების სრულად გაკონტროლებას და საპროტესტო აქციების გამართვის შეზღუდვას შეეცდება.

 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი