ქაბულში, მეჩეთში მომხდარ აფეთქებას 21 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნდა:

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მეჩეთში აფეთქებას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავებულია 33 ადამიანი. 

აფეთქება ოთხშაბათს, საღამოს ლოცვის დროს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულთა შორისაა მეჩეთის იმამი. მოწმეებმა თქვეს, რომ გაიგეს ძლიერი აფეთქება, რომელმაც მიმდებარე შენობების ფანჯრები ჩაამსხვრია.

ამ დროისთვის გაურკვეველია ვინ იდგა თავდასხმის უკან. ერთი კვირის წინ ცნობილმა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს (IS) ბოევიკებმა მოკლეს თალიბების მომხრე სასულიერო პირი, ასევე ქაბულში.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი