"ოცნებამ" სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ISFED არ მიიწვია - სხდომა "საიამ" პროტესტის ნიშნად დატოვა

გამოქვეყნდა:

პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა იმართება. შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია “სამართლიან არჩევნებს” მონაწილეობის ნება არ დართეს.

სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა, "ოცნების" დეპუტატმა გივი მიქანაძემ გადაწყვეტილების მიზეზად ორგანიზაციის მიკერძოებულობა დაასახელა. მიქანაძის თქმით, ISFED-მა ნეიტრალიტეტი დაკარგა, როდესაც პრემიერმინისტრის გადაყენების მოთხოვნას შეუერთდა. მისივე თქმით, “სამართლიანი არჩევნები” არის ორგანიზაცია, "რომელმაც 2020 წლის პარალელური დათვლის შედეგები გააყალბა, 7 კვირის განმავლობაში დამალა და ამით ქვეყნის იმიჯი შელახა".

დღევანდელ სხდომაზე მიწვეულია მხოლოდ "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია". მისმა ხელმძღვანელმა ნიკა სიმონიშვილმა შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. სიმონიშვილის თქმით, სამუშაო ჯგუფის შეხვედრებში აღარც საია მიიღებს მონაწილეობას, რადგან როგორც ის ამბობს, ხელისუფლებას დისკრიმინაციული მიდგომა აქვს მისი კოლეგების მიმართ.

საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის თაობაზე შექმნილი სამუშაო ჯგუფში საპარლამენტო უმრავლესობიდან და ოპოზიციიდან 4-4 დეპუტატია ჩართული. კერძოდ, “გირჩის”, “ევროპელი სოციალისტების, “მოქალაქეებისა” და პარტია “საქართველოსთვის” წარმომადგენლები.
 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი