
ოთხშაბათს ესტონეთში ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა მოხდა. ქვეყნის საზოგადოებრივი მაუწყებლის (ERR) ცნობით, რუსეთის მიერ მხარდაჭერილმა ჰაკერულმა ჯგუფმა Killnet-მა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო. კიბერშეტევის სამიზნე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორი გახდა.
თავდასხმა რუსეთისთვის ტურისტული ვიზების შეჩერებამდე ერთი დღით ადრე მოხდა. 9 თავდასხმას არანაირი შედეგი არ მოჰყოლია, ხოლო 7 გამოიწვია მომსახურების ხანმოკლე შეფერხება, იტყობინება სახელმწიფო მედია.
"შეტევები არაეფექტური იყო... რამდენიმე მოკლე და მცირე გამონაკლისების გარდა, ვებსაიტები სრულად ხელმისაწვდომი იყო მთელი დღის განმავლობაში. შეტევა ძირითადად შეუმჩნეველი დარჩა ესტონეთში. როგორც ინფორმაციის მთავარ ოფიცერს მთავრობაში, მე კარგად მეძინა, რადგან ვიცოდი, რომ ჩვენ კარგად ვართ დაცული", - დაწერა ლუკას ილვესმა.
ესტონეთის საინფორმაციო სერვისების დეპარტამენტის ინციდენტების დამუშავების დეპარტამენტის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში განხორციელდა 12 თავდასხმა სხვადასხვა სახელმწიფო ინსტიტუტსა თუ ვებსაიტზე და 4 თავდასხმა კერძო სექტორის ორგანიზაციებზე.
ილვესის თქმით, ეს არის ყველაზე მასშტაბური თავდასხმა, რაც ქვეყანაში 2007 წლის შემდეგ მოხდა.