20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად "გავრილოვის ღამედ" არ უნდა მოიხსენიებდეს - მაჭარაშვილი დეგნანზე

გამოქვეყნდა:

"დიპლომატი, როგორც მინიმუმ ხალხის მიერ არჩეულ დეპუტატს შეურაცხყოფას არ უნდა აყენებდეს, არ უნდა საუბრობდეს რადიკალების ენით და 20 ივნისის მოვლენებს რადიკალების მსგავსად "გავრილოვის ღამედ" არ უნდა მოიხსენიებდეს და ფაქტებს არ უნდა ამახინჯებდეს. თუკი მის ქვეყანაში შეერთებულ შტატებში კონგრესზე შეტევა არის არასწორი და ეს ნამდვილად ასეა, დასჯადია და დიახ, ესე უნდა იყოს, მაშინ საქართველოს პარლამენტზე შტურმი, რაც საზოგადოებამ იხილა, რატომ არ უნდა იყოს დასჯადი და რატომ უნდა ითხოვდეს საელჩო იმ ადამიანის ციხიდან გამოშვებას, რომელიც კოორდინაციას უწევდა პარლამენტის შტურმს"

ოცნებიდან "განდგომილი" გურამ მაჭარაშვილი ისევ აშშ-ს ელჩს აკრიტიკებს მისი 2 დღის წინანდელი განცხადების გამო.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი