
გამთენიისას რუსმა ოკუპანტებმა სუმის ოლქის სოფელ პავლივკაზე არტილერიიდან 15 დარტყმა განახორციელეს.
ოლქის გუბერნატორის, დმიტრო ჟივიცკის ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად სკოლის შენობა დაინგრა და საცხოვრებელი სახლები დაზიანდა.
მისივე თქმით, დაბომბვას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
"არტილერიიდან 15 დარტყმა განახორციელეს სოფელ პავლიკვაზე. რუსეთმა დაარტყა მშვიდობიან მოსახლეობას. დაზიანდა კერძო სახლები და განადგურდა სკოლა. საბედნიეროდ, მსხვერპლი არ არის", - თქვა ჟივიცკიმ.
ამასთან, უკრაინული მედიის ცნობით, აგრესორებმა გუშინ სუმის ოლქში რვა დასახლება დაბომბეს, რამაც ასევე ნგრევა გამოიწვია.