100 ჰექტარზე მეტი გაყიდული რაჭის ტყე და რუს ოლიგარქ ევტუშენკოვსა და მის ქართველ ბიზნეს-პარტნიორ დავით ხიდაშელზე გასხვისებული საქართველოს ტერიტორიები - ნაციონალური მოძრაობა მმართველ ქართულ ოცნებას ღალატში და რუსეთთან გარიგებაში ადანაშაულებს. ოპოზიციური პარტიის ლიდერები დღეს რაჭაში იმყოფებიან და სახელმწიფოს მხრიდან ამ კორუფციულ გარიგებას ადგილზე აპროტესტებენ.