დაპირისპირების სერია გარდაბნის რაიონში - 2 სოფლის ახალაგზრდებს შორის რამდენიმე დღის წინ დაწყებული კონფლიქტი სისსხლისღვრით დასრულდა.
სოფელ ნაზარლოს ცეტრში გვიან ღამით ორი დაჯგუფება ერთმანეთს სასტიკად გაუსწორდა. "მთავარი არხის" მიერ მოპოვებულ კადრებში კარგად ჩანს, რომ ათბით ახალგაზრდა ერთმანეთს დაუნდობლად უსწორდება.
თვითმხილველების თქმით, ჩხუბში გამოყენებული იყო რკინის ხელკეტები. დაზარალებულია ათზე მეტი ადამიანი. მათ შორის ორი დაშავებული კრიტიკული მდგომარეობით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩვენთან მოყვანილ იქნა გარდაბნიდან... საყურადღებო მდგომარეობაა საკმაოდ იმიტომ, რომ დახურული ქალა ტვინის ტრავმა იყო, თუმცა მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია - განმარტავს თბილისის რეფერალური ჰოსპიტალის ექიმი იოსებ დოშაშვილი.
დაზარალებულთაგან ერთ-ერთი 31 სამირ ჰუსეინოვია, რომელიც თბილისის ერთ-ერთ საავადმყოფოშია განთავსებული.ექიმის ინფორმაციით, დაშავებული საავადმყოფოში უმძიმეს მდგომარეობაში მიიყვანეს და საჭირო გახდა ოპერაციის ჩატარება.
სოფელ ნაზარლოს მაცხოვრებლების თქმით, ინციდენტს წინ უძღოდა რიგი კონფლიქტები. ერთ-ერთი რესპონდენტის მტკიცებით, რომელმაც კამერასთან გამოჩენა არ ისურვა, პირად საუბრებში აღნიშნა, რომ ინციდენტის მონაწილე ერთ-ერთმა პიროვნებამ კონფლიქტში რკინის ხელკეტი გამოიყენა. ამასთანავე, ჩხუბში მონაწილე ორი პირი ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულა.
ჩხუბი კაფეში დაიწყო და ცენტრში გაგრძელდა. დიდი ქაოსი იყო. ჩხუბის შემდეგ ვიცით, რომ კაფეს მეპატრონე მძიმე მდგომარეობაშია, - ამბობს სოფლის ერთ-ერთი მცხოვრები.
ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ინციდენტში გარდაბნის მერის მოადგილის ნათესავები იყვნენ ჩართულნი. აქედან გამომდინარე, პოლიცია მფარველობს დამნაშავეებს.
მომხდართან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჩადენილ ხულიგნობას გულისხმობს.