შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს - უკრაინის სამხრეთის სარდლობა

გამოქვეყნდა:

18 აგვისტოს მდგომარეობით, შავ ზღვაში რუსული ფლოტის 10-მდე გემი მანევრირებს - ამის შესახებ სამხრეთის ოპერატიული სარდლობის წარმომადგენელმა, ვლადისლავ ნაზაროვი ავრცელებს ინფორმაციას და სამხრეთ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ნაზაროვის თქმით, ისინი ყირიმის სანაპიროზე ნოვოროსიისკამდე უსაფრთხო ტერიტორიებს აფარებენ თავს - მიღწევის ზონაში სარაკეტო დარტყმისა და საარტილერიო დაბომბვის საფრთხე კვლავ აქტუალურია, სანაპირო წყლები სახიფათოა ცურვისთვის - ამბობს ნაზაროვი.

მისი თქმით, უკრაინის სარაკეტო და საარტილერიო დანაყოფები აგრძელებენ საცეცხლე მისიების შესრულებას და გასული ღამის მანძილზე ოკუპანტებმა სერიოზული ზარალი განიცადეს. მისი ცნობით, რუსეთის არმიამ დაკარგა სატელიტური საკომუნიკაციო სადგურების კომპლექსი „ლეგენდა-2“ და ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი.

[არქივის ფოტო]
 

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი