რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული სკოლის დირექტორია

გამოქვეყნდა:

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი ბრალდებული საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ლამბალოს სკოლის დირექტორია.

დაკავებულების აღკვეთზე თბილისის საქალაქო სასამართლო ამ წუთებში მსჯელობს. სუს-მა სამი პირი 16 აგვისტოს დააკავა. მათ  ბრალი 230-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინათ, რაც 5-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

მათ იცოდნენ რა იყო ეს ნივთიერება, მაგრამ არ ჰქონდათ გათავისებული რა შეიძლება მოჰყოლოდა მას - ამბობს ერთ-ერთის ადვოკატი, მაიზერ ჩარქსელიანი. 

"იმ კოლბაში, რომელშიც ისინი ფიქრობდნენ, რომ იყო ციანიდი, აღმოჩნდა დარიშხანი. არ არის ეს უკანონო ნივთიერება და მის მიმართ ბრალი არ წაუყენებიათ. ამ ნივთიერებას ისინი აფასებდნენ მილიონ 200 ათას დოლარად, რომელიც ფაქტობრივად წყალი აღმოჩნდა და ადამიანი, რომელსაც მე ვიცავ არის 73 წლის" ამბობს კიდევ ერთი დაკავებულის ადვოკატი, გელა ნიკოლეიშვილი.  

სუს-მა აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ფარული ვიდეოჩანაწერიც გაავრცელა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი