პუტინის რეჟიმი ყველა ქვეყნის შიდა საქმეებში ცდილობს ჩარევას და ასე იქნება საქართველოს შემთხვევაშიც- ამერიკელი კონგრესმენი მარკუეინ მალენი "მთავარ არხთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში იმ სავარაუდო სცენარზე საუბრობს, რომელიც შესაძლოა უახლოეს თვეებში განვითარდეს.
რესპუბლიკელი პოლიტიკოსი მთავარ საფრთხედ კრემლისა და ოცნების ხელისუფლების თანამშრომლობას მიიჩნევს და ამბობს, რომ საკუთრ განცხადებებს სულ მალე დოკუმენტებით დაადასტურებს.
კონგრესმენი მიიჩნევს, რომ ივანიშვილი პუტინის მოკავშირეა და სანქციები მას შემდეგ იქნება შემოღებული, რაც ეს მტკიცებულებებითაც გამყარდება. მალენს მოლოდინი აქვს, რომ სანქციების კანონპროექტზე, ხელმომწერების რაოდენობა გაიზრდება
დიახ, გაიზრდება ხელმომწერთა რაოდენობაც და რაც უფრო მეტი ადამიანი გაიგებს თუ რა ხდება საქართველოში, ისინი უფრო მეტად მოინდომებენ შემოუერთდნენ ამ წერილს, უფრო მეტად მოინდომებენ, რომ მხარი დაუჭირონ იმ იდეას, რისთვისაც მხარს ვიჭერთ საქართველოს...მჯერა რომ გვქნება ეს მტკიცებულებები რომლითაც დადასტურდება რომ არიან მთავრობაში ცუდი აქტორები და პირები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ შიგნით საქართველოს მთავრობაზე და რომლებიც მუშაობენ პუტინთან ერთად და რუსეთთან. მაშინ იქნება გამოყენებული მკაცრი სანქციები და სხვა მექანიზმი" ამბობს მალენი.
კონგრესმენი ამბობს, რომ ის განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდება 2020 წლის გადამწყვეტ არჩევნებს. მისივე თქმით, ის აგვისტოში საქართველოში ჩამოსვლასაც აპირებდა, თუმცა პანდემიამ ხელი შეუშალა.