ყველა რეფორმა მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიქნებით ჩართულები და დავაკვირდებით პროცესებს - EU-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

გამოქვეყნდა:

საქართველოში ევროკავშირის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ჟულიენ კრამპსი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია პარლამენტში მუშაობის პროცესი ინკლუზიური იყოს და მასში ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ჩაერთონ.

"ბოლო ორი კვირაა, რაც შეხვედრები გვაქვს როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებთან. საუბარი ეხება რეფორმებს სასამართლო და საარჩევნო სისტემაში, ასევე ევროკომისიის რეკომენდაციებთან დაკავშირებით. გზავნილები, რომლებიც ჩვენ ჩამოვიტანეთ, არის ის, რომ პროცესის მხრივ ჩვენ მოვუწოდებთ მხარეებს ინკლუზიურობისკენ, პარლამენტში მუშაობისკენ, ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისკენ. რაც შეეხება შინაარსს, ჩვენ ვეყრდნობით ასოცირების შესახებ დღის წესრიგს, რომელიც შეთანხმებული იყო ევროკავშირსა და საქართველოს შორის, რომელშიც ასევე არის განხილული პრიორიტეტები. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიისა და ეუთო-ოდირის რეკომენდაციები.
ყველა ეს რეფორმა ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ჩართულები და დავაკვირდებით პროცესებს, რომლებიც მიმდინარეობს." ამბობს ჟულიენ კრამპსი

პარლამენტში დღეს საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის სამუშაო ჯგუფმა პირველი შეხვედრა გამართა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი