სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელი აჭარის მთავრობის მეთაურისთვის ნინო ლომჯარიას წინააღმდეგ მორიგი შტურმის მიზეზი ხდება.
თორნიკე რიჟვაძემ ომბუდსმენი პოლიტიკურ მიკერძოებულობაში მას შემდეგ დაადანაშაულა, რაც ცნობილი გახდა, რომ ლომჯარია სასამართლოსგან ბათუმში დაგეგმილი მშენებლობებისთვის დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს.
რიჟვაძე ქალაქის მერთან ერთად ამტკიცებს, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული ცვლილება ავარიული სახლების რეაბილიტაციის საშუალებას აძლევს, რეალურად კი დროებითი რეგულაცია აჭარის მთავრობის მეთაურს საშუალებას აძლევს მშენებლობების ნებართვები შეუზღუდავად და შეუფერხებლად გასცეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე, ქეთა ციცქიშვილი