რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებული სამივე პირი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

რადიოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის საქმეზე დაკავებული სამივე პირი მოსამართლემ წინასწარ პატიმრობაში დატოვა.  ადვოკატები მათ გათავისუფლებას 5 -5 ათასლარიანი გირაოთი ითხოვდნენ, თუმცა მოსამართლემ ბრალდების მხარის მოთხოვნა დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, სუს-ის ანტიკორუფციული სააგენტოსა და კონტრდაზვერვის დეპარტამენტმა 2022 წლის 16 აგვისტოს ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვისა და 1,2 მლნ აშშ დოლარად  გასაღების მცდელობის ფაქტზე სამი პირი დააკავა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი