თალაკვაძის შეხვედრები ოპოზიციური პარტიების ცალკეულ წარმომადგენლებთან - „ოცნების“ გათვლებზე ხელისუფლების ოპონენტები საუბრობენ

გამოქვეყნდა:

არჩილ თალაკვაძის sms შეტყობინება „გირჩის” წევრმა იაგო ხვიჩიამ ორშაბათს მიიღო. „ქართული ოცნების“ ლიდერმა „გირჩი“ პარლამენტში კონსპირაციულ შეხვედრაზე დაიბარა. ხვიჩია თალაკვაძის კაბინეტში ორშაბათს ღამითვე მივიდა, შეხვედრაზე მარტო არ ყოფილა, თუმცა არ ამბობს, კიდევ ვინ ესწრებოდა თალაკვაძის გარდა მოლაპარაკებებს ოცნების სახელით.

თალაკვაძის კაბინეტში გამართული შეხვედრიდან ჩანს, რომ „ქართული ოცნება“ მოქმედების ახალ სტრატეგიაზე გადავიდა, მას შემდეგ, რაც ოპოზიციამ მოლაპარაკებები პროტესტის ნიშნად დატოვა და მაგიდასთან ივანიშვილი გუნდი მარტო დარჩა, გადაწყვიტა ცალ-ცალკე პარტიებს შეხვდეს და ოპოზიციასთან დიალოგის იმიტაცია მოახდინოს. „გირჩის“ ლიდერი აღიარებს, რომ ამ გეგმის მიზანი ოპოზიციური ერთობის დაშლა და მცირე პარტიების მოლაპარაკებებში შეტყუებაა.

„გირჩი“ ამტკიცებს, რომ შეხვედრა კონსპირაციული არ ყოფილა, თალაკვაძის კაბინეტში ოპოზიციის დანარჩენი ლიდერების გარეშე გამართული შეხვედრის ამბავი თავად გაახმაურეს. თუმცა პარტიაში ამბობენ, რომ ოპოზიციაში არიან ძალები რომელებიც ხელისუფლებას ხვდებიან თუმცა ამ ამბავს მალავენ. კიდევ ვინ შეხვდა თალაკვაძე ერთიერთზე. ეს კითხვა დღეს დღის მთავარ პოლიტიკურ ინტრიგად გადაიქცა.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ქართულმა ოცნებამ“ კომუნიკაცია პაატა დავითაიასთან და ნინო ბურჯანაძესთან სცადა, თუმცა „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ეს ამბავი კატეგორიულად უარყო და თქვა ოპოზიციური ერთობის დარღვევას არ აპირებს.

„ქართული ოცნება“ დიდ პოლიტიკურ კრიზისშია, დასავლეთი მას ოპოზიციასთან შეთანხმება სთხოვს, ოპოზიცია კი მოლაპარაკებებზე არ ჯდება, ვიდრე ციხიდან პოლიტპატიმრების გათავისუფლება არ მოხდება. კახა კალაძემ უცხოელებისთვის საჩვენებელი განცხადება თვითერზე ინგლისურ ენაზე გამოაქვეყნა, ამერიკელი კონგრესმენები მოთაგა და ოპოზიციას ვირტუალური სამყაროდან მოლაპარაკებების დაწყებას შეთავაზა.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი