„დღეს შეთანხმება არ არსებობს“ | კოსოვოსა და სერბეთს შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა

გამოქვეყნდა:

კოსოვოსა და სერბეთს შორის მოლაპარაკებები შეთანხმების გარეშე დასრულდა. ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი შეხვედრის დასრულების შემდეგ საუბრობს და ამბობს, რომ „დღეს შეთანხმება არ არსებობს“.

აღსანიშნავია, რომ სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩისა და კოსოვოს პრემიერმინისტრ ალბინ კურტს შორის მოლაპარაკებები სწორედ ევროკავშირის შუამავლობით, ბრიუსელში გაიმართა. 

ბორელის თქმითვე, კურტი და ვუჩიჩი დათანხმდნენ, რეგულარულად უფრო მეტი დისკუსია გამართონ, რათა დააჩქარონ მათ ქვეყნებს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი