ფინეთი ეჭვობს, რომ რუსულმა თვითმფრინავებმა მისი საჰაერო სივრცე დაარღვიეს

გამოქვეყნდა:

ფინეთი ეჭვობს, რომ ორმა რუსულმა  გამანადგურებელმა დაარღვია მისი საჰაერო სივრცე. ქვეყნის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსული MiG-31 მოიერიშე თვითმფრინავები, რომლებიც მიემართებოდნენ დასავლეთის მიმართულებით, ხუთშაბათს დილით სამხრეთ სანაპირო ქალაქ პორვუსთან საჰაერო სივრცეში იყვნენ.

თავდაცვის კომუნიკაციების უფროსმა Reuters-ს განუცხადა, რომ თვითმფრინავი ფინეთის საჰაერო სივრცეში ორი წუთის განმავლობაში იმყოფებოდა.

"ფინეთის საჰაერო სივრცეში სავარაუდო დარღვევის სიღრმე იყო ერთი კილომეტრი", - თქვა მან.

მოსკოვის თავდაცვის სამინისტროს ხუთშაბათს რუსულ საინფორმაციო სააგენტო "ინტერფაქსთან" განაცხადა, რომ კალინინგრადის რეგიონში გადაიტანა სამი MiG-31E საბრძოლო თვითმფრინავი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი