
რუსმა ოკუპანტებმა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობაზე მორიგი თავდასხმა განახორციელეს. ოლქის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, დილით, დაბომბვის შედეგად ქალი დაიღუპა.
"დღეს დილით მტერმა კვლავ ესროლა ხარკოვის მშვიდობიან მოსახლეობას. დაახლოებით დილის 6 საათზე დაფიქსირდა სულ მცირე 5 სარაკეტო დარტყმა ქალაქ კიევის, ნემიშლიანსკისა და ოსნოვიანსკის რაიონებში. ნემიშლიანსკში რაკეტები 2 კერძო სახლს დაეცა. ამ დროისთვის ცნობილია 1 გარდაცვლილი ქალის შესახებ. ის საგანმანათლებლო დაწესებულების დაცვის თანამშრომელი იყო. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო დახმარების სამსახურები მუშაობენ", - თქვა სინეგუბოვმა.
მანვე აღნიშნა, რომ მსხვერპლის რაოდენობა და ნგრევის მასშტაბები ჯერჯერობით ზუსტდება.
ცნობისთვის, მანამდე ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ რუსი დამპყრობლები თავს დაესხნენ ხარკოვის სამ რაიონს. მისი ინფორმაციით, სამიზნე საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურული ობიექტები იყო.