რუსეთმა უკრაინასთან ომში 20-მდე ბატალიონი დაკარგა - BBC

გამოქვეყნდა:

დაახლოებით 20 ბატალიონი: რა ვიცით რუსეთის დანაკარგების შესახებ უკრაინაში ომის ექვსი თვის განმავლობაში - ამ სათაურით BBC-ის რუსული ბიურო სტატიას აქვეყნებს. გამოცემა წერს, რომ  ღია წყაროებზე დაყრდნობით მათ უკრაინის ომში დაღუპული 5700-ზე მეტი რუსი ჯარისკაცის იდენტიფიცირება მოახერხეს. გამოცემის ცნობით, განსაკუთრებით დიდია დანაკარგები უმცროს ოფიცრებში. სწორედ ისინი იღუპებიან უკრაინაში ყველაზე ხშირად.

19 აგვისტოს მდგომარეობით ჩვენ შევძელით დადასტურებული ინფორმაცია 5701 დაღუპული ჯარისკაცისა და ოფიცრის შესახებ. ჩვენ ვეყრდნობით მხოლოდ გარდაცვალების დადასტურებულ ცნობებს, ამიტომ შეგროვებული მონაცემები არ ასახავს მსხვერპლის რეალურ დონეს- წერს BBC. 

მათივე ცნობით, ეს მონაცემები შესაძლოა, 40-60%-ით ნაკლები იყოს დაღუპულთა რეალურ რაოდენობაზე.
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი