
შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის ბრალდებებს პასუხობს და ამბობს, რომ დაკავების შემდეგ მათ შორის კომუნიკაცია საერთოდ არ შემდგარა. გომელაური ამბობს, რომ გოგაშვილისთვის არანაირი "ივანიშვილის დანაბარები" და მუქარა არ გადაუცია.
შს მინისტრი ამბობს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ გოგაშვილთან ჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა და არანაირი დაძაბულობა მათ შორის არ ყოფილა.
"ეს რა თქმა უნდა, აბსურდია, ტყუილია, არანაირი კავშირი არ შემდგარა, პირველ რიგში მინდა ეს ვთქვა. მეორე, ვინც მე მიცნობს პირადად, ოჯახი ჩემთვის, არა მარტო ჩემი ოჯახი, ჩემი ნაცნობების, თუნდაც მტრის ოჯახსაც პატივს ვცემ, და ჩემგან ასეთი რაღაც არასდროს არ წასულა არავის მიმართ, ოჯახის ამოწყვეტით და ა/შ. ეს ვერ მოხდებოდა, კიდევ ერთხელ ხაზს ვუსვამ, ეს არის სრული აბსურდი", - ამბობს გომელაური.
მისი თქმით, გოგაშვილი თითქმის 3 წელი იყო მისი მოადგილე და ოჯახის ახლობელიც გახდა. მინისტრი ამბობს, რომ სამწუხაროა, რომ თურმე სამი წელი მასზე და "ქართული ოცნების" გუნდზე კომპრომატებს აგროვებდა.
იხილეთ ასევე: