
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად ვიცე-ადმირალი ვიქტორ სოკოლოვი დანიშნა - "რუსეთის ფედერაციის თავდაცვის მინისტრის ბრძანებით 10-ში დავინიშნე შავი ზღვის ფლოტის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად. დღეს მე მაქვს პირველი შეხვედრა თქვენთან", - განაცხადა მან სევასტოპოლში, კურსდამთავრებულ ოფიცრებთან საწვრთნელ ბანაკში შეხვედრაზე.
სოკოლოვმა შავი ზღვის ფლოტის მეთაურის პოზიციაზე იგორ ოსიპოვი შეცვალა, რომელიც 2019 წლის მაისიდან იკავებდა აღნიშნულ თანამდებობაზე.
სოკოლოვი ადმირალ კუზნეცოვის საზღვაო აკადემიის ხელმძღვანელად მუშაობდა. 2013 - 2020 წლებში იყო ჩრდილოეთ ფლოტის მეთაურის მოადგილე.