
ძლიერმა შტორმებმა ცენტრალური და სამხრეთ ევროპის რაიონები დააზარალა. დაღუპულია მინიმუმ 12 ადამიანი, მათ შორის 3 ბავშვი. BBC-ს ცნობით, დაღუპულთა უმეტესობა ხეების წაქცევას ემსხვერპლა იტალიაში, ასვტრიასა და საფრანგეთში.
მთელი კვირის განმავლობაში გვალვასა და სიცხერს კონტინენტის დიდ ნაწილზე უამინდობა და ქარიშხალი მოჰყვა.
კუნძულ კორსიკაზე ქარის სიჩქარემ საათში 224 კილომეტრს მიაღწია, მოგლეჯილია ხეები და დაზიანებულია სახლები. ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, 13 წლის გოგონა ბანაკში ხის მოგლეჯვას ემსხვერპლა.
მსგავს შემთხვევას ემსხვერპლა 46 წლის კაცი და 70 წლამდე ქალიც. კიდევ ორი ადამიანი, 62 წლის მეთევზე და 60 წლის ქალი ზღვაში დაიღუპა.
შინაგან საქმეთა მინისტრმა, რომელიც კორსიკაში ხუთშაბათს ჩავიდა, განაცხადა, რომ დაშავებულია 20 ადამიანი, მათგან ოთხი მძიმედ.