მე შევახსენე ზელენსკის, რომ შეგვიძლია მასსა და პუტინს შორის შეხვედრა მოვაწყოთ - ერდოღანი

გამოქვეყნდა:

თურქული მედიის ინფორმაციით, ლვოვში გამართულ მოლაპარაკებებზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინის პრეზიდენტს, თურქეთში, პუტინთან შეხვედრა შესთავაზა.

ერდოღანმა განაცხადა, რომ ანკარა მზადაა დიპლომატიური წვლილი შეიტანოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში და ორივე პრეზიდენტი თურქეთში შეხვედრაზე მიიწვია.

"ისევე როგორც ვუთხარი პუტინს სოჭში ვიზიტის დროს, მე შევახსენე ზელენსკის, რომ შეგვიძლია მათ შორის შეხვედრა მოვაწყოთ", - განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანი, ზელენსკი და გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში გუშინ, 18 აგვისტოს ლვოვში შეიკრიბნენ და სამმხრივი მოლაპარაკებები გამართეს.

ერდოღანის ინფორმაციით, თურქეთმა, უკრაინამ და გაერომ განიხილეს ნაბიჯები, რომლებიც შეიძლება გადაიდგას უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის და მოუწოდა საერთაშორისო საზოგადოებას აიღოს პასუხისმგებლობა დიპლომატიური პროცესის გასააქტიურებლად. 

ერდოღანმა გამოთქვა შეშფოთება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ირგვლივ მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით -  „ჩვენ არ გვინდა ახალი ჩერნობილის გამოცდილება“ - თქვა ერდოღანმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი