ხარკოვში, ოკუპანტების სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

ხარკოვში 17-18 აგვისტოს საცხოვრებელ კორპუსსა და საერთო საცხოვრებელზე სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ინფორმაციას ხარკოვის საოლქო პროკურატურის პრესსპიკერი, დმიტრო ჩუბენკო ავრცელებს.

"სალტივსკის რაიონში ერთ-ერთ სახლში უკვე 16 გარდაცვლილია. ნანგრევებიდან მაშველებმა 50 წლის ქალის ცხედარი ამოიყვანეს. ბოლოს იპოვეს ცხედარი, რომელიც სავარაუდოდ, კაცს ეკუთნის, თუმცა ეს ინფორმაცია ზუსტდება. სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა სლობიდის რაიონში. საბოლოო მონაცემებით იქ 5 გარდაცვლილია", - თქვა ჩუბენკომ. 

შეგახსენებთ, 17 აგვისტოს, რუსული რაკეტა "ისკანდერი" ხარკოვში, სალტივის რაიონში სამსართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეცა, რის შედეგადაც შენობა სრულად განადგურდა და ხანძარი გაჩნდა. 18 აგვისტოს, დილის 5 საათზე, რუსმა სამხედროებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს სლობიდის რაიონზე. 18 აგვისტოს საღამოს მდგომარეობით, ცნობილი იყო 17 გარდაცვლილის შესახებ, მათ შორის ერთი ბავშვის. დაშავდა 40-ზე მეტი ადამიანი. 
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი