ჯანდაცვამ ამერიკელი ექსპერტის ლიცენზია აღიარა - უცხოელი სპეციალისტი მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ოფიციალურად ჩაერთვება

გამოქვეყნდა:

ჯანდაცვის სამინისტრომ ამერიკელი ექსპერტის სამუშაო ლიცენზია აღიარა, რაც იმას ნიშნავს რომ უცხოელი სპეციალისტი მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ოფიციალურად ჩაერთვება. 

ცენტრი "ემპათია" ჯანდაცვის უწყების პასუხს კიდევ 4 ექიმზე ელოდება. მარიამ ჯიშკარიანის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტრომ დამატებითი დოკუმენტაცია მოითხოვა აღნიშნული ოთხი ექსპერტისთვის ლიცენზიის მისანიჭებლად. დოკუმენტაცია უწყებას სავარაუდოდ მომდევნო კვირას გადაეცემა. სწორედ ამის შემდეგ ჩამოვლენ და ჩაერთვებიან ისინი მესამე პრეზიდენტის მკურნალობაში. 

რაც შეეხება მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას. კლინიკა ვივა მედის ინფორმაციით მიხეილ სააკაშვილს დღეს თავისა და ზურგის ტვინზე  გეგმიური მაგნიტორეზონანსული კვლევა ჩაუტარდა. 

მიხეილ სააკაშვილი დღეს დედამ მოინახულა და როგორც კლინიკიდან გამოსვლის შემდეგ გიული ალასანიამ განაცხადა, MRT-ს შემდეგ გამოიკვეთა გაუარესება თავისა და ზურგის ტვინის გარკვეულ უბნებზე. მას ისევ უჭირს გადაადგილება და კვება. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი