44 900 ჯარისკაცი, 1 907 ტანკი, 4 212 ჯავშანტექნიკა - რუსი ოკუპანტების დანაკარგი 20 აგვისტოს მონაცემებით

გამოქვეყნდა:

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაციას ავრცელებს. მონაცემები მოიცავს 24 თებერვლიდან 20 აგვისტომდე პერიოდს.

გენშტაბის ცნობით, ოკუპანტების სამხედრო დანაკარგი ასეთია:​

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 44 900;
  • ტანკი - 1 907;
  • ჯავშანტექნიკა - 4 212;
  • საარტილერიო სისტემა - 1 018;
  • სარაკეტო სისტემა - 266;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 141;
  • თვითმფრინავები - 234;
  • ვერტმფრენი - 197;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი - 803;
  • საკრუიზო რაკეტები - 190;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 3 137;
  • გემი/ნავი/კატარღა - 15;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 97.

კრემლი მსხვერპლის შესახებ ინფორმაციას რეგულარულად არ ანახლებს. 25 მარტს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ 1 351 ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში შეჭრის პირველ თვეს, თუმცა შემდეგ არანაირი განახლება არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი