სომალიში, სასტუმრო "ჰაიატში" ისლამისტების თავდასხმის შედეგად მინიმუმ 10 ადამიანია დაღუპული

გამოქვეყნდა:

სომალის დედაქალაქ მოგადიშოში რადიკალური ისლამისტური დაჯგუფება "ალ-შაბაბის" წევრები სასტუმრო "ჰაიატს" დაესხნენ თავს. დაღუპულია სულ მცირე 10 და დაშავებულია ცხრა ადამიანი.

გავრცელებული ცნობით, ისლამისტებმა სასტუმროს მიმდებარე ტერიტორიაზე ერთი ავტომობილი ააფეთქეს, ჭიშკართან კი მეორე, რის შემდეგაც ცეცხლი გახსნეს და სასტუმროს შენობაში შეიჭრნენ.

ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმებმა შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს.

რამდენიმესაათიანი დაპირისპირების შემდეგ, მებრძოლები სასტუმროს ზედა სართულზე ერთ-ერთ ნომერში არიან გამაგრებულნი. თავდამსხმელები პოლიციას ალყაში ჰყავს მოქცეული.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი