
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინელ ხალხს მიმართავს და ამბობს, რომ უკრაინა უპასუხოდ არ დატოვებს არცერთ დარტყმას, რომელსაც რუსული არმია ახორციელებს.
"დღეს მინდა ცალკე მივმართო ყველა ჩვენი ქალაქის მცხოვრებლებს, რომლებიც მუდმივი დაბომბვის ქვეშ იმყოფებიან რუსული არმიის მხრიდან. ხარკოვი და ნიკოლაევი დონბასის ყველა ქალაქი, დნიპრო, ზაპოროჟიე, ყველას, ვინც განიცდის სიცოცხლის, დესტრუქციისა და იმ ყველაფრის განადგურების მუდმივ საშინელებას, რაც ცხოვრებას ნორმალურს ხდის, ჩვენ არ დავტოვებთ უპასუხოდ არცერთ ამ დარტყმას. ჩვენ გამოვავლენთ თითოეული ოკუპანტის ვინაობას, რომელიც გასცემს ბრძანებებს და ახორციელებს ამ დარტყმებს ქალაქებში, ჩვენ მათ პასუხისმგებლობას დავაკისრებთ ვერცერთი მკვლელი ვერ დაიმალება, რა თქმა უნდა, ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რის ნანგრევებად დატოვებასაც ტერორისტები ცდილობენ. სიტყვა ნანგრევები არასდროს იქნება უკრაინის შესახებ, არასდროს იქნება ჩვენს ქალაქებზე", - ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.