
პორტუგალია რუსეთის მოქალაქეებზე შენგენის ვიზების გაცემის შეზღუდვას მხარს არ უჭერს, - ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
ლისაბონში აცხადებენ, რომ აუცილებელია ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქეებისა და თავად რუსული არმიის გამიჯვნა. მათი განმარტებით, სანქციების მიზანი რუსული სამხედრო მანქანის დასჯა უნდა იყოს და არა რუსი ხალხის.
შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სამგზავრო და სამუშაო ვიზებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მხარს ჩეხეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და ესტონეთი უჭერენ.