
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ევგენი ენინი 24 აგვისტოს, ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრობს.
მისი თქმით, პუტინი შეეცდება, ფრონტის ხაზზე საკუთარი ძალების დემონსტრირება მოახდინოს.
"რუსეთის დიქტატორს უყვარს სიმბოლიზმი და ამიტომ, არ არის გამორიცხული, რომ მისგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისთვის უსიამოვნო სიურპრიზებს უნდა ველოდოთ. აქ საუბარი არ იქნება ჩვენი დედაქალაქის შტურმზე, თუმცა პუტინი ძალების დემონსტრირებას ფრონტის ხაზზე შეეცდება. პუტინის ყველა მსგავსი სიურპრიზი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ იქნება მიმართული. განსაკუთრებით იმ რეგიონებში, რომლებიც დროებით ოკუპირებულია. ჩვენ ბოლომდე დავიცავთ ჩვენს მოსახლეობას და საბოლოოდ გავათავისუფლებთ ჩვენს ტერიტორიებს ოკუპანტებისგან", - თქვა მან.
ასევე იხილეთ: