
შვედეთის ქალაქ მალმეს სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად დაჭრილი კაცი გარდაიცვალა, ქალი კი საავადმყოფოშია გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას bbc ავრცელებს.
გამოცემა წერს, რომ თავდამსხმელი 15 წლისაა, რომელიც სამართალდამცავებმა დააკავეს.
წინასწარი ვერსიით, მოტივი კრიმინალურ დაჯგუფებებს შორის დაპირისპირებაა.
ცნობისთვის, სროლა სავაჭრო ცენტრში 19 აგვისტოს, საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მათ 20-მდე გასროლის ხმა გაიგეს.