რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, დაესწროს "დიდი ოცეულის" სამიტს - დიდი ბრიტანეთი

გამოქვეყნდა:

დიდი ბრიტანეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ რუსეთს არ აქვს მორალური უფლება, "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწროს.

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთი მას შემდეგ გააკრიტიკა, რაც გაირკვა, რომ ნოემბერში G20-ის სამიტს ვლადიმერ პუტინი დაესწრება.

"რუსეთს არ აქვს მორალური უფლება იჯდეს "დიდი ოცეულის" სამიტზე მაშინ, როდესაც მისი აგრესია უკრაინაში გრძელდება", - ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, ბრიტანეთი მიესალმება ინდონეზიის ძალისხმევას, რომ "დიდი ოცეულის" შეხვედრებზე რუსეთის ომის შედეგების განხილვა უზრუნველყოს. ოფიციალური ლონდონი მიესალმება იმასაც, რომ G20-ის ლიდერთა სამიტს, შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც დაესწროს.

სამიტს წელს ინდონეზია უმასპინძლებს. დადასტურებულია, რომ კრემლის ლიდერის გარდა, მას ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინ პინიც დაესწრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი