"გაზპრომი" 3 დღით დაკეტავს მილსადენს, რომელიც ევროპას ბუნებრივი აირით ამარაგებს

გამოქვეყნდა:

"გაზპრომი" აგვისტოს ბოლოს საკვანძო მილსადენს  "ჩრდილოეთის ნაკადი 1-ს“, რომელიც ევროპას ბუნებრივი აირით ამარაგებს, სამი დღით დახურავს, - ინფორმაციას aljazeera ავრცელებს. 

გამოცემის ცნობით, ეს ნაბიჯი ზეწოლას გაზრდის იმ ევროპულ ქვეყნებზე, რომლებიც საარსებო მინიმუმის კრიზისს ებრძვიან.

რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია კი აცხადებს, რომ მილსადენის სამი დღით დახურვა "ტექნიკური სამუშაოებითაა" განპირობებული. ამჟამად მილსადენში გაზი მისი ნომინალური სიმძლავრის მხოლოდ 20%-ით მიედინება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი