"როსკომნადზორი" სოციალური ქსელებისთვის წესებს ამკაცრებს

გამოქვეყნდა:

რუსეთის "როსკომნადზორმა" რამდენიმე უცხოური ინტერნეტ კომპანიის მიმართ "იძულების ზომების" შესახებ გადაწყვეტილება გამოაცხადა, რაც მათ ავალდებულებს, მომხმარებელს აცნობონ რუსეთის კანონმდებლობის დარღვევის შესახებ.

დამრღვევთა სიაში აღმოჩნდნენ ისეთი სერვისები, როგორებიცაა TikTok, Zoom, Telegram, Pinterest და Discord.

უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ "როსკომნადზორმა" რუსეთის მოქალაქეებისთვის 5 ათასზე მეტი საიტი და სოციალური ქსელები დახურა, მათ შორის Twitter-ი, Facebook-ი და Instagram-ი. ამის გამო, მკვეთრად გაიზარდა "ტელეგრამის" მომხმარებელთა რაოდენობა, რომელიც რუსეთში არ იბლოკება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი