ოკუპირებულ ყირიმში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე თავდასხმა მოხდა

გამოქვეყნდა:

ოკუპირებულ ყირიმში ისევ აფეთქებებია. The Guardian-ის ინფორმაციით, სევასტოპოლში, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის შტაბ-ბინაზე უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით თავდასხმა მოხდა.

სოციალ ქსელებში კადრებიც გავრცელდა, სადაც შტაბ-ბინის ტერიტორიაზე კვამლი ჩანს.

სევასტოპოლის ე.წ. გუბერნატორი, მიხაილ რაზვოჟაევი ამბობს, რომ შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მისივე თქმით, დრონი მოგვიანებით შტაბ-ბინის ტერიტორიაზე ჩამოაგდეს და ცეცხლი მას გაუჩნდა.

უკრაინულ მხარეს მომხდართან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი