
რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს თქმით, რუსეთი მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის იდეა ცალკეული ქვეყნების "ნაცისტური პოლიტიკის" გამოვლინებაა.
"დღეს ჩვენ ვხედავთ ნაცისტური პოლიტიკის კიდევ ერთ ნათელ გამოვლინებას, როდესაც ევროპის მაღალი ტრიბუნებიდან აქტიურად ვრცელდება რუსოფობიური იდეა, რომ რუსეთის ყველა მოქალაქეს ევროკავშირის ქვეყნებში შესვლა აეკრძალოს", - ამბობს სერგეი შოიგუ.
გარდა ამისა, შოიგუ აღნიშნავს, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნები უგულებელყოფენ "მსოფლიო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებს ".
მისივე თქმით, ესტონეთსა და ლატვიაში "ომის დამნაშავეებს ძეგლებს უდგამენ", ლიეტუვას ქალაქების ქუჩებში კი "ღიად ისმის ნაცისტური ლოზუნგები და მოწოდებები".
შეგახსენებთ, რუსეთის მოქალაქეებისთვის სამგზავრო და სამუშაო ვიზებზე მკაცრი შეზღუდვების დაწესებას მხარს ჩეხეთი, ლიეტუვა, პოლონეთი და ესტონეთი უჭერს, თუმცა წინააღმდეგია პორტუგალია და ამბობს, რომ სანქციების მიზანი რუსული სამხედრო მანქანის დასჯა უნდა იყოს და არა რუსი ხალხის.
ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები 30-31 აგვისტოს არაფორმალურ შეხვედრას გამართავენ, სადაც რუსებისთვის ვიზების გაცემის აკრძალვის შესახებ იმსჯელებენ.