
რუსმა ოკუპანტებმა ნიკოლაევზე მორიგი სარაკეტო იერიში განახორციელეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ნიკოლაევის გუბერნატორი, ვიტალი კიმი ავრცელებს.
მისი თქმით, დაიბომბა 5-სართულიან კორპუსი და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი. შედეგად, 9 ადამიანი დაშავდა, საიდანაც 4 ბავშვია.
ყველა არასრულწლოვანების მდგომარეობა მძიმეა. ისინი 3-დან 17 წლამდე ასაკის არიან. ერთ-ერთმა დაშავებულმა გოგონამ თვალი დაკარგა.