
ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის ხელმძღვანელის, ტობიას ელვუდის თქმით, თუ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე გამიზნულად მოხდება თავდასხმა, რაც რადიაციის გაჟონვას გამოიწვევს, ეს აღქმული უნდა იყოს როგორც თავდასხმა ნატო-ს წევრ სახელმწიფოზე და ორგანიზაციის მეხუთე მუხლი უნდა ამოქმედდეს.
"მოდით ეს ახლავე გავარკვიოთ. ნებისმიერი განზრახ დაზიანება, რაც გამოიწვევს რადიაციის გაჟონვას უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე, იქნება ნატო-ს მეხუთე მუხლის დარღვევა", - ამბობს ელვუდი
ელვუდს მხარი დაუჭირა აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის წევრმა ადამ კინზინგერმაც. მან თქვა, რომ ნებისმიერი გაჟონვა მოკლავს ხალხს ნატოს ქვეყნებში, რაც მე-5 მუხლს ავტომატურად გაააქტიურებს.