ეთიოპიის ავიახაზების თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაეშვა, რადგან მფრინავებს ჩაეძინათ - CNN

გამოქვეყნდა:

თვითმფრინავი, რომელიც სუდანიდან ეთიოპიაში მიფრინავდა, აეროპორტში ვერ დაეშვა, რადგან მფრინავებს ფრენის დროს ჩაეძინათ - ინფორმაციას CNN ავრცელებს.

შემთხვევა ეთიოპიის ავიახაზების Boeing 737-800-ის ბორტზე მოხდა. თვითმფრინავი სუდანის დედაქალაქ ხართუმიდან, ეთიოპიის დედაქალაქ ადის-აბებასკენ ასრულებდა ავიარეისს.

მედიის ინფორმაციით, თვითმფრინავმა ავტოპილოტით განაგრძო სვლა და პილოტებს მხოლოდ მაშინ გაეღვიძათ, როდესაც ხომალდი აეროპორტს გასცდა, ავტოპილოტი გამოირთო და განგაშის სიგნალი ჩაირთო.

Boeing 737-800 დანიშნულების ადგილას დაგეგმილზე 25 წუთით გვიან, მშვიდობიანად დაეშვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი